საქართველოში ცალკეული ადგილების (სოფლის, ხევის, მთისა და სხვ.) მფარველი ღვთაება. ხევსურებში წარმოდგენილი იყო ლამაზ ქალწულად და ძველად იგი ითვლებოდა ნაყოფიერების ღვთაებად.
Source: რელიგიურ სიტყვათა განმარტებანი : (ლექსიკონი) / შეადგინა ნიკო აჭარაძემ ; [რედ.: მ. ქურდიანი]. თბ., 2001 (შ.პ.ს. "მერანის" სტ.)