ჰერმესის ვაჟი ჰერაკლეს საყვარელი პიროვნება, ჰერაკლემ მოსტაცა თრაკიის მეფე დიომიდეს მძვინვარე, კაციჭამია ულაყები და მოსავლელად მისცა აბდეროსს. ულაყებმა აბდეროსი დაგლიჯეს. ამ ამბით შეწუხებულმა ჰერაკლემ აბდეროსის დაღუპვის ადგილას გააშენა მისი სახელობის ქალაქი აბდერა.
Source: რელიგიურ სიტყვათა განმარტებანი : (ლექსიკონი) / შეადგინა ნიკო აჭარაძემ ; [რედ.: მ. ქურდიანი]. თბ., 2001 (შ.პ.ს. "მერანის" სტ.)