abdest. ab - წყალი. dest - ხელი. ხელების, ფეხების, კისრის, შუბლის და მთელი თავის განბანვა, რომელსაც ასრულებენ მაჰმადიანები ყურანის მიხედვით მისი კითხვის, მეჩეთში შესვლის და ლოცვის წინ; იგი აუცილებელ პირობად არის დასახული მაჰმადის მიერ და მინიშნებულია დასახარჯი წყლის რაოდენობაც; მსგავსი წესი არსებობდა ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე მაჰმადიანობამდის იზმაილის შთამომავლთა შორის.
Source: რელიგიურ სიტყვათა განმარტებანი : (ლექსიკონი) / შეადგინა ნიკო აჭარაძემ ; [რედ.: მ. ქურდიანი]. თბ., 2001 (შ.პ.ს. "მერანის" სტ.)