Gk. autos - თვითონ, Kephale - თავი მართლმადიდებლობაში: ერთი ადგილობრივი ეკლესიის დამოუკიდებლობა მეორისაგან; პირველი ა-ური ეკლესიები წარმოიქმნა რომის იმპერიაში და მის მეზობელ ქვეყნებში, IV ს-ში იყო ოთხი ა-ური ეკლესია: კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის. მოგვიანებით ანტიოქიისას გამოეყო ქართული და კვიპროსის. ამჟამად არსებობს 15 ა-ური მრთლმადიდებელი ეკლესია: ალბანეთის, ალექსანდრიის, ამერიკის, ანტიოქიის, ბულგარეთის, ქართული, იერუსალიმის, კვიპროსის, კონსტანტინეპოლის, პოლონეთის, რუმინეთის, სერბიული, ჩეხოსლოვაკიური, ელადისა და რუსეთის. დიპტიქტით ქართული ავტოკეფალური ეკლესია მეცხრეა.
Source: რელიგიურ სიტყვათა განმარტებანი : (ლექსიკონი) / შეადგინა ნიკო აჭარაძემ ; [რედ.: მ. ქურდიანი]. თბ., 2001 (შ.პ.ს. "მერანის" სტ.)