მითოლოგიის მიხედვით: საბერძნეთის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაებათაგანი, სიბრძნის, ხელოვნების, მეცნიერების, ომისა და ქალაქ ათენის მფარველი ქალღმერთი; ზევსის საყვარელი ქალიშვილი; ძველი მითების მიხედვით ღრუბელთა ქალღმერთი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის მცველი და მრავალი ხელსაქმის მფარველი.
Source: რელიგიურ სიტყვათა განმარტებანი : (ლექსიკონი) / შეადგინა ნიკო აჭარაძემ ; [რედ.: მ. ქურდიანი]. თბ., 2001 (შ.პ.ს. "მერანის" სტ.)