ჰელიოსისა და პერსეს "მრისხანე" ვაჟი, კირკეს ძმა (ზოგი ვარიანტით მამა) მედეას მამა, ძველი კოლხეთის (აიას) მითიური მეფე, იდიას ქმარი. სხვა მითის მიხედვით აიეტი ჰელიოსისა და ანტიოპეს ვაჟია, ალოევსის ძმაა.
Source: რელიგიურ სიტყვათა განმარტებანი : (ლექსიკონი) / შეადგინა ნიკო აჭარაძემ ; [რედ.: მ. ქურდიანი]. თბ., 2001 (შ.პ.ს. "მერანის" სტ.)