რომაული ღეთაება. გადმოცემის თანახმად ერთ ღამეს, რომზე გალების თავდასხმამდე ერთი წლით ადრე, რომაელებს საიდუმლო ხმამ მტრის მოახლოება აუწყა, მაგრამ მაშინ ამას ყურადღება არავინ მიაქცია და მიივიწყეს. ერთი წლის შემდეგ რომს მართლაც შეესივნენ გალები და მიწასთან გაასწორეს. როდესაც გალები წავიდნენ და რომაელებმა დანგრეული ქალაქის აღდგენა დაიწყეს, გაახსენდათ საიდუმლო ხმა, რომელმაც ეს მოსალოდნელი უბედურება აუწყა და მათ კი არ მოუსმინეს. ამ დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, რომაელებმა საიდუმლო ხმას პალაცინუმის ბორცვზე ტაძარი აუგეს. ცოტა მოგვიანებით დამოუკიდებელ ღვთაებად აღიარეს და აიუს ლოკუციუსი უწოდეს (სახელწოდება მიიღო Aio და loguor -დან – ვლაპარაკობ, ვამბობ).
Source: რელიგიურ სიტყვათა განმარტებანი : (ლექსიკონი) / შეადგინა ნიკო აჭარაძემ ; [რედ.: მ. ქურდიანი]. თბ., 2001 (შ.პ.ს. "მერანის" სტ.)