L. index - მაჩვენებელი, რეესტრი, რისამე სია კათოლიკური ეკლესიის მიერ საკითხავად აკრძალული წგნბისსია, ეკლესიის სახელით ანტიკათოლიკური მოძრაობისა და მოწინავე აზრის წინააღმდეგ ფართოდ განხორციელებული ღონისძიება. პირველი ინდექსი გამოქვეყნდა 1571 წელს და საგანგებოდ შექმნილი კონგრეგაცია 1917 წლამდე არსებობდა. საკუნეების განმავლობაში იკრძალებოდა გალილეის, კეპლერის, ბრუნოს, პასკალის, კულტერის, სპინოზას, კანტის, ბეკონის, ჰობსის, ლოკის, დეფოს, დიუმას, სტენდალის, ჰიუგოს და სხვათა წიგნები. 1966 წლიდან ამ სახით სია აღარ ქვეყნდებოდა.
Source: რელიგიურ სიტყვათა განმარტებანი : (ლექსიკონი) / შეადგინა ნიკო აჭარაძემ ; [რედ.: მ. ქურდიანი]. თბ., 2001 (შ.პ.ს. "მერანის" სტ.)