ლანგედოკის ქ. ალბის სახელიდან. ფრანგი, იტალიელი და გერმანელი ერესები XII-XIII საუკუნეებში, უპირატესად კი საფრანგეთში, წინააღმდეგობას უწევდნენ კათოლიკურ ეკლესიას, უარყოფდნენ ღმერთის სამერთიანობას, ჯოჯოხეთს, სალხინებელს, საეკლესიო საიდუმლოებასა და წესებს, ჯვრისა და ხატის თაყვანისცემას, არ ცნობდნენ პაპის ძალაუფლებას. პაპმა ინოკენტი III ჯვაროსნული ომი გამოუცხადა (1209 წ.) საშინელი მხეცობით გაჟლიტეს და გადაბუგეს ლანგედოკი, საბოლოოდ გაანადგურა ინკვიზიციამ როგორც კათართა ("წმინდათა") ერეტიკული სექტა XI-XIV სს-ში.
Source: რელიგიურ სიტყვათა განმარტებანი : (ლექსიკონი) / შეადგინა ნიკო აჭარაძემ ; [რედ.: მ. ქურდიანი]. თბ., 2001 (შ.პ.ს. "მერანის" სტ.)