მეგარელი გმირი. პელოპისა და ჰიპოდამიას ვაჟი. როდესაც მეგარის მეფისწული ლომმა დაგლიჯა, მამამ გამოაცხადა: ქალიშვილს ცოლად მისცემდა მას,ვინც მისი ვაჟის დამგლეჯ ლომს მოკლავდა. ალკათოოსმა მოკლა ლომი და ევეხმე ცოლად შეირთო. სიმამრის სიკვდილის შემდეგ მეფობა მან განაგრძო. აპოლონის დახმარებით ალკათოოსმა აღადგინა კრეტელებისაგან დანგრეული ქალაქის კედლები. მოგვიანებით მეგარაში ააგეს ალკათოოსის საკურთხეველი და მის პატივსაცემად თამაშობებსაც მართავდნენ.
Source: რელიგიურ სიტყვათა განმარტებანი : (ლექსიკონი) / შეადგინა ნიკო აჭარაძემ ; [რედ.: მ. ქურდიანი]. თბ., 2001 (შ.პ.ს. "მერანის" სტ.)