ელევსინელ ვეება კერკიონის ქალიშვილი. პოსეიდონისაგან შეეძინა ვაჟი, რომელიც მოიშორა. გადაგდებული ბავშვი იპოვეს მწყემსებმა და ალოპეს მამას მიუყვანეს. ტანსაცმელით, რომელშიც გახვეული იყო ბავშვი, მან იცნო თავისი ქალიშვილის უკანონო შვილი და ალოპეს ჩამოხრჩობა ბრძანა. პოსეიდონმა ალოპე წყაროდ აქცია.
Source: რელიგიურ სიტყვათა განმარტებანი : (ლექსიკონი) / შეადგინა ნიკო აჭარაძემ ; [რედ.: მ. ქურდიანი]. თბ., 2001 (შ.პ.ს. "მერანის" სტ.)