L. abscessus subdiaphragmaticusRus. поддяфрагмальный абсцессE. subphrenical abscess (ლათ. abscedo ჩირქგროვა, sub ქვეშ, ქვევით, ბერძნ. diaphragma ძგიდე, ტიხარი) – ჩირქის დაგროვება დიაფრაგმის (იხილე) ქვედა სივრცეში, უფრო ხშირად მარჯვენა მხარეს – ღვიძლსა და დიაფრაგმას შორის. მიზეზი შეიძლება იყოს ოპერაციის შემდგომი ინფექცია ანდა რომელიმე ორგანოს პერფორაცია. უფრო ხშირად საჭირო ხდება აბსცესის ქირურგიული დრენირება.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]