E. tick-borne typhusRus. эпидемический сыпной тифL. typhus exanthematicus epidemicus მწვავე ინფექციური (რიკეტსიოზული) დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძლიერი ინტოქსიკაცია და ძირითადი კლინიკური სიმპტომი - გამონაყარი. დაავადების გამომწვევია რიკეტსია - Rickettsia prowazeki. სამიზნე-უჯრედების დაშლის შემდეგ, რიკეტსიები ხვდებიან სისხლში და აინფიცირებენ ინტაქტურ ენდოთელურ უჯრედებს. პარტახტიანი ტიფის გადატანაში ძირითადი როლი მიუძღვით ტილებს. ადგილი აქვს რიკეტსიებით გამოწვეულ ტიპურ დაზიანებას - ვასკულიტს. დაავადება შეყვანილია განსაკუთრებით საშიში ინფექციების რიცხვში. სამკურნალოდ იყენებენ ტეტრაციკ ლ ინებს ლევომიცეტინით, მაკროლი დებს და სხვ. არასპეციფიკური პროფილაქტიკური ღონისძიებები გამოი ხატება დატილიანების წინააღმდეგ ბრძოლაში.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]