A E L R T X Y

პა პე პი პლ პნ პო პრ პს პტ პუ პჯ
პავ პათ პალ პან პაპ პარ პას პატ პაქ

პასტერიზაცია

E. pasteurization
Rus. пастеризация
L. pasteurisatio
(ლ.პასტერის გვარის მიხედვით) - ორგანულ სითხეებში (მაგ., რძე, ხილის წვენები, ღვინო, ლუდი და სხვ.) მიკროორგანიზმების განადგურების მეთოდი მათი მოკლე დროით გახურების საშუალებით არა უმეტეს 950ჩ-ისა (630C-ზე პასტერიზაციისას საჭიროა 30 წუთი, 750ჩ-ისას კი 10). კლავს რა მიკრობების ვეგეტაციურ ფორმებს, პასტერიზაცია თითქმის არავითარ გავლენას არ ახდენს მათ სპორებზე, რომლებიც შემდგომში შეიძლება აღმოცენდნენ და გამოიწვიონ ამა თუ იმ პროდუქტის გაფუჭება. ამიტომ ერთხელ უკვე პასტერიზებულ პროდუქტში სპორებს აძლევენ აღმოცენების საშუალებას, შემდეგ კი მას კვლავ უტარებენ პასტერიზაციას. მასალის დამუშავებას გამა-სხივებით, სხივური პასტერიზაცია ეწოდება.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9