A E L R T X Y

პა პე პი პლ პნ პო პრ პს პტ პუ პჯ
პედ პელ პემ პენ პეპ პერ პეს პეტ პექ

პერიკარდიტი

E. pericarditis
Rus. перикардит
L. pericarditis
(ბერძნ. peri ირგვლივ, kardia გული, itis ანთება) - პერიკარდიუმის (გულის პერანგის) მწვავე ან ქრონიკული ანთება. გამომწვევი შეიძლება იყოს ვირუსული ინფექციები, ურემია, ავთვისებიანი სიმსივნეები. მწვავე პერიკარდიტის სიმპტომებია სხეულის ტემპერატურის მომატება, ტკივილები მკერდის არეში და შუილები. პერიკარდიუმის ღრუში შეიძლება დაგროვდეს სითხე (ექსუდაციური პერიკარდიტი - pericardial effusion). იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს პერიკარდიუმის კედლების ქრონიკულ გამკვრივებას, გასქელებას (კონსტრიქტული პერიკარდიტი - chronic constrictive pericariditis).
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9