A E L R T X Y

პა პე პი პლ პნ პო პრ პს პტ პუ პჯ
პედ პელ პემ პენ პეპ პერ პეს პეტ პექ

პერიცისტიტი

E. pericystitis
Rus. перицистит
L. pericystitis
(ბერძნ. peri ირგვლივ, kystis შარდის ბუშტი) - შარდის ბუშტის გარემომცველი ქსოვილების ანთება. ძირითადი სიმპტომებია: ტკივილები მენჯის მიდამოში, სხეულის ტემპერატურის მომატება, აგრეთვე ცისტიტისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. დაავადების მიზეზია საშვილოსნოში ან ფალოპის მილებში არსებული ინფექცია. ზოგჯერ დაავადება შეიძლება განვითარდეს თვით შარდის ბუშტის დივერტიკულის დაინფიცირებისას. მკურნალობისათვის იყენებენ ანტიბიოტიკოთერაპიას.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9