E. pyelitisRus. пиелитL. pyelitis (ბერძნ. pyelos გობი, itis ანთება) - თირკმლის მენჯის ანთება. გამომწვევი მიზეზია ნებისმიერი ბაქტერიული ინფექცია. ინფექცია შეიძლება შეიჭრეს აღმავალი გზითაც - შარდის ბუშტიდან ან შარდსაწვეთიდან. დამახასიათებელია შემცივნება, მაღალი ტემპერატურა, ტკივილები წელის მიდამოში. სამკურნალოდ იყეენებენ შესაბამის ანტიბიოტიკს ანალგეტიკებთან ერთად.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]