L. amyloidosisRus. амилоидозE. amyloidosis (ბერძნ. amylon სახამებელი, idos სახე, osis მდგომარეობა) – ცილოვანი ცვლის დარღვევა, რაც თავდაპირველად ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევად იყო მიჩნეული. უჯრედგარეთა დისპროტეინოზია, რაც ხასიათდება ქსოვილებში ამილოიდის (პარამილოიდის) დაგროვებით, რასაც თან ახლავს ორგანოების პარენქიმის ატროფია, სკლეროზი და ფუნქციური უკმარისობა. განასხვავებენ გენერალიზებულ, გენეტიკურ, ადგილობრივ, კეროვან, შეძენილ, სისტემურ და სხვ. ამილოიდოზებს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]