A E L R T X Y

პა პე პი პლ პნ პო პრ პს პტ პუ პჯ
პლა პლე პლო პლუ

პლაზმური მემბრანა

E. plasma membrane
Rus. плазматическая мемврана
L. membrana plasmatica
(ბერძნ. plasma გამოძერწილი, გაფორმებული, ლათ. membrana თხელი კანი, გარსი) - უჯრედის ერთ-ერთი ორგანოიდია, რომლის საშუალებით ხდება უჯრედის შემცველობის რეგულირება და მასში ჰომეოსტაზის შენარჩუნება. ახასიათებს შერჩევითი განვლადობა. ამ ორგანოიდს ე.წ. მოზაიკური აგებულება აქვს. შედგება ლიპიდების ბიმოლეკულური შრისაგან, რომელშიც სხვადასხვა სიღრმეზეა ჩაშენებული ცილების მოლეკულები. ცხოველურ უჯრედში პლაზმურ მემბრანას გარედან აკრავს პოლისაქარიდების შრე (გლიკოკალიქსი), ხოლო ბაქტერიების (მიკოპლაზმების გამოკლებით) და მცენარეული უჯრედის პლაზმურ მემბრანას - ე.წ. უჯრედის კედელი.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9