A E L R T X Y

პა პე პი პლ პნ პო პრ პს პტ პუ პჯ
პნე

პნევმოცისტა

E. pneumocystis
Rus. пневмоциста
L. pneumocystis
(ბერძნ. pneumon ფილტვი, ლათ. cystis ბუშტი) - უმარტივესების ტიპის, სპორიანების კლასის წარმომადგენელია (Pneumocystis carinii). აღნიშნული მიკროორგანიზმით გამოწვეული დაავადება (პნევმონია) შიდსით შეპყრობილ პირებში ერთ-ერთ წამყვან შიდს-მარკერულ ოპორტუნისტულ ინფექციას წარმოადგენს. განვითარების ციკლი მოიცავს ტროფოზოიტების, პრეცისტის და 1,5-5მკმ ზომის, ოვალური ან ამებოიდური ფორმის ცისტისშიდა სხეულაკებს. აღმოჩენილია შინაურ ცხოველებში (ცხენებში, ძაღლებსა და ცხვრებში) და მღრღნელებში, თუმცა ინფექციის წყარო მხოლოდ ადამიანია. გადაცემის გზა უმთავრესად, ჰაერწვეთოვანია.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9