A E L R T X Y

პა პე პი პლ პნ პო პრ პს პტ პუ პჯ
პოდ პოე პოზ პოი პოლ პოპ პორ პოს პოტ პოქ

პოლიომიელიტი

E. poliomyelitis
Rus. полиомелит
L. poliomyelitis
(ბერძნ. polios რუხი, myelos ზურგის ტვინი, itis ანთება) - ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების ანთება. ბავშვთა მწვავე ინფექციური დაავადებაა. დაავადების გამომწვევია პიკორნავირუსების ოჯახის ენტეროვირუსების გვარის ნეიროტროპული ვირუსი, რომელიც აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. პროფილაქტიკისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დროულად ჩატარებულ იმუნიზაციას დახოცილი (ჯ. სოლკი) და ცოცხალი ვაქცინების (ა. სებინი) მეშვეობით. ამჟამად პოლიომიელიტის ეპიდემიები ლიკვიდირებულია.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9