L. liquor amniiRus. амниотическая жидкостьE. amniotic liquid (ბერძნ. amnion ჩანასახოვანი ბუშტი) – ღია ფერის სითხე, რომელიც დაზიანებისაგან, ტრავმისაგან იცავს ნაყოფს საშვილოსნოში. სითხის გარკვეული რაოდენობა აუცილებელია ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის. ამნიონური სითხის ჭარბ რაოდენობას პოლიჰიდრამნიონი ეწოდება, ხოლო მის ანომალურად მცირე რაოდენობას – ოლიგოჰიდრამნიონი.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]