A E L R T X Y

პა პე პი პლ პნ პო პრ პს პტ პუ პჯ
პჯრ

პჯრ

E. PCR (polymerase chain reaction)
Rus. GWH (полимеразная цепная реакция)
L. PCR (reactio polymerasus chain)
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია. ამ სადიაგნოზო რეაქციის იდეა ეკუთვნის ამერიკელ კ.ბ.მიულისს (1983). მისი მეშვეობით დნმ-ს ერთი მოლეკულა შეიძლება გამოვლინდეს დნმ-ს სხვა, მილიონობით მოლეკულებს შორის. პჯრ შედგება დნმ-ს მოლეკულის ამპლიფიკაციის განმეორებითი ციკლებისაგან, რათა მიღებულ იქნეს ასლების საკმარისად დიდი რაოდენობა. რეაქციის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია 20-30 ფუძისაგან შემდგარი სინთეზური ოლიგონუკლეოტიდები, ე.წ. „პრაიმერები“, რომლებიც კომპლემენტურნი არიან საიდენტიფიკაციო მატრიცული დნმ-ს საიტებისადმი. აღნიშნულ მეთოდს დიაგნოსტიკა აჰყავს პრინციპულად ახალ, დნმ-სა და რნმ-ს განსაზღვრის დონემდე, რაც საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ ინფექციური აგენტი და გენეტიკური მუტაცია.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9