L. anaerobiRus. анаэробыRus. анаэробы (ბერძნ. an უარყ. თავს., aer ჰაერი, bios სიცოცხლე) – მიკროორგანიზმები, რომლებიც ცოცხლობენ მხოლოდ უჰაერო პირობებში, უჟანგბადოდ. განასხვავებენ ობლიგატურ ანაერობებს (რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ უჟანგბადო არეში) და ფაკულტატურ ანაერობებს (რომელთაც შეუძლიათ ცხოვრება როგორც უჟანგბადო არეში, ასევე თავისუფალი ჟანგბადის არსებობის პირობებში). ანაერობებია: ზოგიერთი ბაქტერია, ინფუზორია, ჭია (თასმისებრნი, ასკარიდები) და მოლუსკი.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]