E. Aschheim-Zondek’s reactionRus. реакция Ашгейма-ЦондекаL. reactio Aschheim-Zondeki (ლათ. re კვლავ, actio მოქმედება, აშჰეიმი და ცონდეკი, გერმანელი გინეკოლოგები) - ორსულობის ადრეული ვადების, ბუშტნამქერის, ქორიონეპითელიომის, საკვერცხეების სიმსივნეების სადიაგნოზოდ გამოყენებული ბიოლოგიური რეაქცია (ბიოსინჯი). შესაძლებელი ხდება ორსულის შარდში აღმოჩენილ იქნეს ჰორმონი გონადოტროპინი, რომელიც სპეციფიკურ ცვლილებებს იწვევს თეთრი თაგვების საშვილოსნოსა და საკვერცხეებში.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]