E. Wassermann’s reactionRus. реакция ВассерманаL. reactio Wassermanni (ლათ. re კვლავ, actio მოქმედება, ა. ვასერმანი (1866-1925), გერმანელი ბაქტერიოლოგი) - სიფილისის სეროდიაგნოსტიკის მეთოდი. რეაქციის საფუძველია სიფილისით დაავადებულთა სისხლის შრატის თვისება, შესაბამის ანტიგენთან წარმოქმნას კომპლემენტის მააბსორბირებელი კომპლექსი. წარმოადგენს კომპლემენტის შებოჭვის რეაქციის სახესხვაობას.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]