A E L R T X Y

რა რე რი რნ რო რუ რქ რძ რწ
რობ როდ როზ როტ როფ

როტავირუსები

E. rotaviruses
Rus. ротавирусы
L. rotavirus
(ლათ. rota ბორბალი) - რეოვირუსების ოჯახის ერთ-ერთი გვარია. პირველად აღმოაჩინეს 1973 წელს მწვავე გასტროენტერიტით შეპყრობილი ბავშვების თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეპითელურ უჯრედებში. ჯანმო-ს მონაცემებით, როტავირუსული გასტროენტერიტისაგან ყოველწლიურად იღუპება 1-3 მილიონი ბავშვი. ვირუსებს გააჩნიათ ბორბლის ფორმა, გარემოცულნი არიან გარეთა და შიგნითა კაფსიდით, რომლის შიგნით ლოკალიზებულია ორჯაჭვიანი ფრაგმენტირებული რნმ. ახასიათებთ მაღალი მდგრადობა გარემოს ფიზიკური და ქიმიური ფაქტორებისადმი. პროფილაქტიკისათვის იყენებენ ბავშვების იმუნიზაციას ინაქტივირებული ვაქცინებით.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9