E. ropheocytosisRus. рофеоцитозL. ropheocytosis (ბერძნ. ropheo ვწოვ, ვისრუტავ, kytos უჯრედი) - უჯრედის მიერ, უმცირეს ვაკუოლებში სუბმიკროსკოპული ნაწილაკებისა და მიკრომოლეკულების შთანთქმა გარემოდან. პინოციტოზისაგან ეს პროცესი განსხვავდება სუბმიკროსკოპული მასშტაბებით და შთანთქმული ნაწილაკების უფრო მაღალი სიმკვრივით. ტერმინს იყენებენ ვირუსების უჯრედში შეჭრის პროცესის აღსანიშნავადაც.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]