A E L R T X Y

R-
R-კ R-პ R-ფ

R-ფაქტორი

E. R-factor
Rus. R-фактор
L. R-factor
(ლათ. resisto წინააღმდეგობის გაწევა, ლათ. factor მწარმოებელი) - იგივე რეზისტენტობის ფაქტორი. პლაზმიდა, რომელიც აკონტროლებს ბაქტერიების მდგრადობას ანტიბიოტიკებისადმი და სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატებისადმი (პენიცილინები, ამინოგლიკოზიდები, ქლორ-ამფენიკოლი, ერითრომიცინი, ტეტრაციკლინები, სულფანილამიდური პრეპარატები და სხვ.). პლაზმიდური მდგრადობის მექანიზმი მდგომარეობს ფერმენტების (მაგ., ბეტალაქტამაზების) სინთეზის კონტროლში, რომლებიც შლიან ანტიბიოტიკებს არააქტიურ პროდუქტებად ანდა თრგუნავენ ანტიბიოტიკების (მაგ., ტეტრაციკლინების) გადატანის პროცესს უჯრედული მემბრანების გავლით.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9