A E L R T X Y

სა სე სვ სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ

საყლაპავი მილი

E. oesophagus (gullet)
Rus. пищевод
L. oesophagus
ხახასა და კუჭს შორის მდებარე ცილინდრული ფორმის მილი, რომლის სიგრძე 22-30 სმ-ია. ამოფენილია ლორწოვანი გარსით, რომლის ქვედა შრეში არსებული მრავალრიცხოვანი ჯირკვლების სეკრეტი ასველებს და არბილებს საკვებს. ამ ორგანოს ზედა მესამედი შედგება განივზოლიანი კუნთებისაგან, შუა ნაწილში იგი თანდათანობით იცვლება გლუვი კუნთებით, ხოლო ქვედა ნაწილში მხოლოდ გლუვი კუნთებისაგან შედგება. საყლაპავი მილის დაავადებებს მიეკუთვნება: აქალაზია, კარცინომა, თიაქარი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ეზოფაგიტი და პეპტიკური წყლული.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9