A E L R T X Y

სა სე სვ სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სებ სეგ სედ სეზ სეკ სელ სემ სენ სერ სეფ სექ

სენეკავირუსი

E. seneca valley virus
Rus. сенекавирус
L. senecavirus
მიეკუთვნება Picornaviridae-ს ოჯახის სენეკავირუსის გვარს. არასეგმენტირებული, სფერული ფორმის, რნმ-გენომიანი ვირუსია. წააგავს გოლფის სათამაშო ბურთს კბილანისმაგვარი გამონაზარდებით. მტარებლები ძროხები და ღორებია. სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ინტაქტური უჯრედებისათვის, მაგრამ აინფიცირებს სოლიდური სიმსივნეების უჯრედებს. ამ ვირუსის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ადამიანის ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს ქსოვილი და ნეიროენდოკრინული წარმოშობის სიმსივნეები.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9