E. syndromeRus. синдромL. syndroma (ბერძნ. syndrome თავმოყრა) - ერთიანი, საერთო პათოგენეზით გაერთიანებულ სიმპტომთა ერთობლიობა; რომელიმე ავადმყოფობისათვის დამახასიათებელ სიმპტომთა ერთობლიობა (კომპლექსი). ზოგჯერ ამ ტერმინით აღნიშნავენ დამოუკიდებელ ნოზოლოგიურ ერთეულებს ან რომელიმე დაავადების სტადიებს. ცნობილია სხვადასხვა სინდრომები: ბანტის, ბროუნ-სეკარის, ვესტფალის, კენედის, მენიერის, ფანკონის, მარფანის და სხვ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]