E. Hunter’s syndromeRus. синдром ХантераL. Hunter syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა) - მემკვიდრული დაავადება: მიზეზია ფერმენტის დეფიციტი, რაც იწვევს უჯრედებში ცილოვან-ნახშირწყლოვანი კომპლექსების და ცხიმების დაგროვებას. ამის შედეგად აღინიშნება გონებრივი განვითარების შეჩერება, ჰეპატოსპლენომეგალია, ხოლო ავადმყოფის სახე იძენს უხეშ გამომეტყველებას. აღნიშნული სინდრომი აავადებს მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, თუმცა ქალები შეიძლება იყვნენ ამ დაავადების მტარებლები.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]