E. immune systemRus. система иммуннаяL. systema immunis (ბერძნ. systema შეერთება, შეკავშირება, ლათ. immunis რაიმესაგან გათავისუფლება) - იმ ორგანოების ერთობლიობა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ორგანიზმში იმუნიტეტის არსებობაზე. იმუნური სისტემის ცენტრალური ორგანოებია: ძვლის წითელი ტვინი და თიმუსი, ხოლო პერიფერიული ორგანოებია: ლიმფური კვანძები, ელენთა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, სასუნთქი ორგანოების, საშარდე გზების, რეპროდუქციული ორგანოების ლიმფოიდური ქსოვილი (ნუშისებრი ჯირკვლები, ლიმფური კვანძები).
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]