E. nervous systemRus. система нервнаяL. systema nervosum (ბერძნ. systema შეერთება, შეკავშირება, neuron ნერვი) - ნერვული ქსოვილით წარმოქმნილი ანატომიური სტრუქტურების ერთობლიობა. შედგება ნეირონებისაგან, რომლებიც ინფორმაციას ნერვული იმპულსების სახით გადასცემენ სხეულის სხვადასხვა ნაწილებს. თავის და ზურგის ტვინი მიეკუთვნებიან ცენტრალურ ნერვულ სისტემას, პერიფერიულს - ზურგის ტვინის და თავის ქალას ნერვები, ნერვული დაბოლოებები და განგლიები. სხვა კლასიფიკაციის მიხედვით, ნერვული სისტემა პირობითად იყოფა 2 ნაწილად: სომატურად (ანიმალურად) და ვეგეტატიურად (ავტონომიურად). სომატური ნერვული სისტემა უმეტესწილად აწარმოებს სომის ორგანოების (სხეული, ჩონჩხის კუნთები, კანი) და ზოგიერთი შინაგანი ორგანოს (ენა, ხორხი, ხახა) ინერ ვაციას, უზრუნველყოფს ორგანიზმის კავშირს გარემოსთან. ვეგეტატიური ნერვული სისტემა აწარმოებს ყველა შინაგანი ორგანოს, ჯირკვლების, ორგანოების და კანის გლუვი კუნთების, სისხლძარღვების და გულის ინერვაციას. ვეგეტატიური ნერვული სისტემა თავისთავად იყოფა პარასიმპათიკურ და სიმპათიკურ ნაწილებად. ყოველ მათგანში, ისევე როგორც სომატურ ნერვულ სისტემაში, გამოყოფენ ცენტრალურ და პერიფერიულ განყოფილებებს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]