A E L R T X Y

სა სე სვ სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სია სიბ სიგ სიდ სიკ სილ სიმ სინ სირ სის სიტ სიფ სიც

სისტემა პორტული

E. portal system
Rus. система портальная
L. systema portalis
(ბერძნ. systema შეერთება, შეკავშირება, ლათ. portae კარი) - ვენა ან ვენების სისტემა, რომლებიც იწყებიან და მთავრდებიან კაპილარებით. უფრო ხშირად ამ სისტემას უწოდებენ ღვიძლის პორტულ სისტემას (hepatic portal system). იგი მოიცავს კარის ვენას და მის განშტოებებს. ელენთიდან, კუჭიდან, პანკრეასიდან, აგრეთვე წვრილი და მსხვილი ნაწლავებიდან გამოსული სისხლი შედის კარის ვენაში და იქიდან ღვიძლში, სადაც კარის ვენა იტოტება სინუსოიდებად წოდებულ მრავალ წვრილ კაპილარად. მათგან ღვიძლის უჯრედებში შედის საკვები ნივთიერებები, აგრეთვე ტოქსინები, რომელთა განეიტრალება ხდება ღვიძლში.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9