E. somatotrophinRus. соматотропинL. somatotropinum (ბერძნ. soma სხეული, tropos ბრუნვა, მიმართულება) - ქართულად: ზრდის ჰორმონი. სინთეზდება ჰიპიფიზის წინა წილში. მის სინთეზს და სეკრეციას აკონტროლებს ჰიპოთალამუსში და სხვა ორგანოებში გამომუშავებული სომატოსტატინი. სქესობრივ მომწიფებამდე ზრდის ჰორმონის ჭარბი გამომუშავება იწვევს ადამიანის გიგანტიზმს (ჰიპოფიზური გიგანტიზმი), ზრდასრულებში კი აკრომეგალიას. ამ ჰორმონის დეფიციტი ბავშვებში იწვევს ქონდრისკაცობას.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]