A E L R T X Y

სა სე სვ სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სპა სპე სპი სპლ სპო სპრ სპუ

სპუმავირუსები

E. spumaviruses
Rus. спумавирусы
L. spumavirus
(ლათ. spuma ქაფი, virus შხამი) - რეტროვირუსების ოჯახის ერთ-ერთი ქვეოჯახია. აერთიანებს შედარებით ნაკლებად შესწავლილ რეტროვირუსებს, რომლებიც იწვევენ უჯრედების შერწყმას ანუ ფუზოგენურ ეფექტებს. სამიზნე-უჯრედების ციტოპლაზმა ამასთან იღებს დამახასიათებელ, თითქოსდა აქაფებულ (ვაკუოლიზებულ) სახეს. ამ ვირუსების პათოგენურობა ადამიანისათვის დად გენილი არ არის. ფუზოგენური ეფექტები, გამომდინარე კანცეროგენეზის კარიოგამული თეორიის პოზიციებიდან, შესაძლებელია მიუთითებდეს სპუმავირუსების ონკოგენურ პოტენციაზე.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9