A E L R T X Y

სა სე სვ სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სტა სტე სტო სტრ სტუ

სტაციონარული ფაზა

E. stationary phase
Rus. стационарная фаза
L. phasa stationarius
(ლათ. stationarius უძრავი, ბერძნ. phasis გამოჩენა) - ბაქტერიების გამრავლების lag- და log-ფაზების შემდგომი ფაზა. ამ ფაზის დროს ბაქტერიული უჯრედების რაოდენობა აღარ იზრდება. ამ მოვლენას ადგილი აქვს საკვები ნიადაგის გამოფიტვის, მასში მეტაბოლიზმის პროდუქტების დაგროვების ან ჟანგბადის დეფიციტის შედეგად. ამ ფაზის ხანგრძლივობა საშუალოდ რამდენიმე საათს შეადგენს და დამოკიდებულია ბაქტერიების სახეობასა და მათი კულტივირების თავისებურებებზე. გარკვეულ პერიოდში აღინიშნება დაღუპული, ახლად წარმოქმნილი და დასვენების მდგომარეობაში მყოფი ბაქტერიული უჯრედების თანაფარდობა. ასეთ მდგომარეობას მაქსიმალური სტაციონარული ფაზა ეწოდება.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9