A E L R T X Y

ტა ტე ტვ ტი ტკ ტო ტრ ტუ ტყ
ტოგ ტოკ ტომ ტონ ტოპ ტორ ტოტ ტოქ

ტოგავირუსები

E. togaviruses
Rus. тогавирусы
L. togavirus
(ლათ. toga მოსასხამი, virus შხამი) - რნმ-გენომიანი ვირუსების ამ ოჯახში შედის არბოვირუსების (იხ.) ჯგუფის წარმომადგენლები. ტოგავირუსების ოჯახში 90 ვირუსზე მეტია, რომლებიც გაერთიანებული არიან 4 გვარში. ადამიანისათვის პათოგენურებია: Alphavirus-ის გვარი (A ანტიგენური ჯგუფის არბოვირუსები) და Rubivirus-ის გვარი, რომელიც წარმოდგენილია წითურის ვირუსით (ეს უკანასკნელი არბოვირუსებს არ მიეკუთვნება). ოჯახი აერთიანებს ე.წ. რთულ ვირუსებს, რომელთაც აქვთ გარეთა ლიპიდური მემბრანა და კუბური (იკოსაედრის) ტიპის სი მეტრიის ნუკლეოკაფსიდი.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9