A E L R T X Y

ტა ტე ტვ ტი ტკ ტო ტრ ტუ ტყ
ტუბ ტულ ტურ

ტუბერკულომა

E. tuberculoma
Rus. туберкулома
L. tuberculoma
(ლათ. tuberculum კორძი, ბერძნ. oma სიმსივნე) - ტუბერკულოზური გრანულომა, რომლის ცენტრში ჩვეულებრივ განლაგებულია გრანულარული ხაჭოსებრი მასა, რასაც კაზეოზური ნეკროზი ეწოდება. კაზეოზური ცენტრი გარშემორტყმულია ე.წ. ლანგჰანსის გიგანტური, მრავალბირთვიანი უჯრედებით მასში ლოკალიზებული ტუბერკულოზური ჩხირებით, აგრეთვე მაკროფაგებით, ფიბრობლასტებით და ეპითელური უჯრედებით. გრანულომა ზოგ შემთხვევაში განიცდის კაზეოზურ დაშლას, ხოლო გამოთავისუფლებულ მიკობაქტერიებს შეუძლიათ შეაღწიონ სისხლში. ზოგჯერ გრანულომა შეიძლება ჩაიკიროს, რის შედეგადაც წარმოიქმნება დახურული კერა.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9