A E L R T X Y

ტა ტე ტვ ტი ტკ ტო ტრ ტუ ტყ
ტუბ ტულ ტურ

ტულარემია

E. tularemia
Rus. туляремия
L. tularaemia
(Tulare -კალიფორნიის შტატში ტბა და რაიონი, სადაც პირველად აღმოაჩინეს ეს დაავადება. ბერძნ. haima სისხლი) - მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ადამიანს გადაეცემა დასნებოვნებული მღრღნელების, მწერების და ტკიპებისაგან. გამომწვევია Francisella tularensis. ბაქტერია ძალზე მცირე ზომისაა, გრამუარყოფითი, აქვს კაფსულა. უჯრედშიდა პარაზიტია. მისი ვირულენტობა განპირობებულია კაფსულით, ნეირამინიდაზით, ენდოტოქსინით, უჯრედის კედლის ალერგენული თვისებებით, აგრეთვე ფაგოციტებში გამრავლების უნარით და მათი კილერული ეფექტის დათრგუნვით. ადამიანებისათვის მინიმალური მაინფიცირებელი დოზაა 10 მიკრობული უჯრედი. ტულარემიატიპური ანთროპოზოონოზია. ახასიათებს მძიმე კლინიკური მიმ დინარეობა.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9