A E L R T X Y

უბ უვ უკ ულ უმ უნ უო ურ უტ უც უჯ
უჯრ

უჯრედი ღეროვანი

E. stem cell клетка
Rus. стволовая cellula
L. truncus
ნებისმიერი ქსოვილის (მათ შორის ჰემოპოზურის) უჯრედების წინამორბედი, არადიფერენირებული (პოლიპოტენტური) უჯრედი, რომლის დიფერენცირების შემდეგ წარმოიქმნება სპეციალიზებული უჯრედები (მაგ., სისხლის ყველა რიგის უჯრედები - ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები). ადრე ღეროვან უჯრედებს იღებდნენ ემბრიონებიდან. ამჟამად აღმოჩნდა ადამიანის ღეროვანი უჯრედების ახალი წყარო - სანაყოფო წყლები. აქედან მიღებულ ღეროვან უჯრედებს იგივე თვისებები აქვთ, რაც ადამიანის ემბრიონიდან გამოყოფილ ღეროვან უჯრედებს. მათ ნებისმიერ ორგანოდ ან ქსოვილად ფორმირების უნარი აღმოაჩნდათ. სანაყოფო წყლებიდან ღეროვანი უჯრედების გამოყოფა ემბრიონს არავითარ ზიანს არ აყენებს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9