E. phenotypic mixtureRus. фенотипическое смешениеL. phenotipic mixtura (ბერძნ. phaino ვუჩვენებ, ვავლენ, typos ანაბეჭდი) - აღინიშნება სამიზნე-უჯრედების შერეული დაინფიცირების შემთხვევაში (მაგ., ერთდროულად ორი, სამი ვირუსით). მაგ,, პოლიომიელიტის და კოქსაკის ვირუსებით ერთდროული დაინფიცირების შემთხვევაში, შესაძლებელია წარმოიქმნეს ისეთი ვირიონი, რომელიც შეიცავს პირველი პარტნიორის (პოლიომიელიტის ვირუსის) რნმ-ს, მოთავსებულს მეორის (კოქსაკის ვირუსის) კაფსიდაში.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]