E. physiological rhythmRus. физиологические ритмыL. rhythmus physiologica (ბერძნ. physis ბუნება, logos მოძღვრება, rhythmikos თანაბარი) - ორგანიზმში, ორგანოსა და უჯრედში მიმდინარე პროცესების ინტენსიურობისა და ხასიათის პერიოდულად განმეორებადი ცვლილებები. ფიზიოლოგიური რითმები ბიოლოგიური რითმების ძირითად საფუძველს წარმოადგენს. ამ მოვლენის მაგალითებია: ნეირონების რითმული აქტიურობა, კუჭის შეკუმშვა და ნაწლავების პერისტალტიკა, სუნთქვითი მოძრაობებისა და გულის კუნთის შეკუმშვების, აგრეთვე უჯრედების გაყოფის რითმები, მენსტრუალური ციკლი და სხვ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]