A E L R T X Y

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფიბ ფიზ ფილ ფიმ ფინ ფის ფიტ ფიქ

ფილოვირუსები

E. filoviruses
Rus. филовирусы
L. filovirus
(ლათ. filum ძაფი, virus შხამი) - აღნიშნული ოჯახი აერთიანებს 2 რნმ-გენომიან სახეობას: 1. მარბურგის ვირუსს, რომელიც 1967 წელს გამოყვეს ქალაქ მარბურგში (მაინის ფრანკფურტის გარეუბანი), აფრიკულ მწვანე მაიმუნებზე მომუშავე ლაბორატორიის თანამშრომლებისაგან და ბელგრადში - ავადმყოფების სისხლისა და სექციური მასალისაგან (იხ. ცხელება მარბურგის); 2. ებოლას ვირუსს, რომელიც 1976 წელს გამოყვეს ზაირში, ებოლას რაიონის სოფელ იამბუხუში ავადმყოფი ადამიანის სისხლისაგან. ვირიონებს გრძელი, დახვეული ძაფების ფორმა აქვთ. სიგრძე შეიძლება 1000-12000 ნმ-ს აღწევდეს, სიგანე კი მხოლოდ 80 ნმ-ს. ადამიანში იწვევენ მძიმე ინტოქსიკაციით, გამონაყარით, კანქვეშა და შინაგანი ორგანოების სისხლჩაქცევებით მიმდინარე ცხელებას . აღნიშნული დაავადებები შეყვანილია განსაკუთრებით საშიში ინფექციების რიცხვში.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9