E. fistulaRus. свищL. fistula (ლათ. fistula მილი, არხი) - პათოლოგიური პროცესით ან ხელოვნურად (ოპერაციის გზით) წარმოქმნილი ვიწრო მილი, რომელიც იხსნება სხეულის ზედაპირზე ან ღრუ ორგანოებს აერთებს ერთმანეთთან. ფისტულის გზით გამოდის სეკრეტი, ექსკრეტი და ჩირქოვანი გამონადენი. ფისტულების უმეტესი ნაწილი წარმოიქმნება ინფექციის ან ტრავმის მიზეზით. ზოგჯერ ფისტულა შეიძლება წარმოიქმნეს სიმსივნური პროცესით ან დაწყლულებით.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]