E. frambesiaRus. фрамбезияL. frambesia ქრონიკული გენერალიზებული სპიროქეტოზია. გამომწვევია Treponema pallidum-ის ქვესახეობა - pertenue. მორფოლოგიური, კულტურალური და ტინქტორიული თვისებებით ფრამბეზიის გამომწვევი მკრთალი სპიროქეტას მსგავსია. გადაცემის ძირითადი გზა კონტაქტურია (დაზიანებული კანიდან), იშვიათად, სქესობრივი. კლინიკური გამოვლინებები სიფილისის მსგავსია. დამახასიათებელია ქერქით დაფარული გრანულომატოზური წყლულების განვითარება კიდურებზე. შესაძლებელია ძვლების დაზიანებაც. დაავადების პროგნოზი კეთილსაიმედოა. გადატანილი დაავადების შემდეგ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი. მკურნალობა სიფილისის ანალოგიურია. სინ.: ტროპიკული გრანულომა, არავენერული სიფილისი, ტროპიკული სიფილისი, ტროპიკული ფრამბეზია.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]