E. pseudomonaRus. псевдомонадыL. Pseudomonas ფსევდომონასების ოჯახს მიეკუთვნება ფსევდომონასების (Pseudomonas) და ბურკჰოლდერიების (Burkholderia) გვარები. ამჟამად Pseudomonas-ის გვარი შეიცავს Pseudomonas aeruginosa-ს (ლურჯმწვანე ჩირქის ჩხირს), ხოლო გვარი Burkholderia - ქოთაოს და მელიოიდოზის გამომწვევებს. გააჩნიათ სწორი ან რამდენადმე მოღუნული ფორმა. მონოტრიქებია, მაგრამ ზოგჯერ აქვთ 2 ან რამდენიმე პოლარულად განლაგებული შოლტი და პილი. გრამ-უარყოფითებია, ივითარებენ კაფსულისმაგვარ გარსს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]