E. digitalisRus. наперстянкаL. digitalis (Digitalis species) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. გამშრალი ფოთლების ექსტრაქტი, რომლის შემადგენლობაში შედის დიგიტოტოქსინი და დიგოქსინი, ასტიმულირებს გულის კუნთის მოქმედებას. იყენებენ გულის უკმარისობის სამკურნალოდ. ფუტკარას მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, პირღებინება, მადის დაკარგვა, ფაღარათი, მუცლის ტკივილები და გულის მოქმედების დარღვევა.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]